ათი წლის წინ, 2014 წლის 28 დეკემბერს ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა მამა ილია (კარტოზია), 27 წლის არქიმანდრიტი.
„გამარჯობა მე მარიამი ვარ და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს“, - ეს პოსტი მარიამ პერტიამ სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მოსკოვმა რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის დაბლოკვა და შენელება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, თუმცა 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ტრაფიკი მკვეთრად, 80%-ით შენელდა, რაც, ფაქტობრივად, გათიშვად შეიძლება ჩაითვალოს.
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.
35 წლის წინ, 1989 წლის 25 დეკემბერს, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ქალაქ ტარგოვიშტეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ჯარისკაცების ტუალეტის კედელთან, დახვრიტეს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, რომელიც რუმინეთს 25 წლის განმავლობაში მართავდა.
ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ თითქმის ორი საათი გაატარა ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე. გამომძიებლებთან საუბრისას დაწვრილებით გაიხსენა 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში თავდასხმის დეტალები. ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
23 დეკემბერს ემიგრანტების შვილებმა ევროპის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე საკუთარი ახლობელების გამო დგანან, უმრავლესობა ერთსა და იმავეს ამბოს, ცდილობენ ოჯახის წევრების საქართველოში დაბრუნება მოახერხონ.
აქციის მონაწილე ასობით ადამიანი დღემდე ეძებს ტელეფონებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც სამართალდამცველებმა მათ დაკავების დროს წაართვეს.
ჩამოტვირთე მეტი