ინგლისური ფეხბურთის მესამე ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ჰოლივუდის მსახიობებს ეკუთვნის. დივიზიონის ყველაზე დიდი მხარჯველის აქციონერებს შორის კი გახლავთ ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო კვორტერბეკად მიჩნეული ადამიანი.
ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი - ყველა მათგანი საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლებით არჩეული პრეზიდენტია. სხვა მხრივ მათ არჩევას, მმართველობასა და ძალაუფლებისათვის ბრძოლას საერთო ბევრი არაფერი აქვს.
112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოს მთავრობისადმი უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიას და „რუსული სახელმძღვანელოდანაა“.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ბრალდებულის საქმე ერთ პროცესზე განიხილეს. შსს ამტკიცებს, რომ მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს უკანონოდ.
პროევროპულ აქციებსა და ბოლო ორ კვირაში მომხდარ ძალადობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ სასულიერო პირებიც, ზოგი - ამბიონიდან, ზოგი - ინტერნეტში, ზოგიც - აქციებზე. რადიო თავისუფლება თბილისის სამების ტაძრის არქიმანდრიტს შიო კვარაცხელიას ესაუბრა.
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ის უკვე შვიდ თვეზე მეტია ციხეშია - გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც 2024 წლის აპრილ-მაისის თვეებში, „აგენტების კანონს“ აპროტესტებდა.
„ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის ჩატარების პროცესს ამარტივებს. ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პოლიციამ თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით.
ჩამოტვირთე მეტი