მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 11 დღით გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ასეთი ძალადობა, ახალგაზრდებზე, ქალებზე... ამ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ. ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს სამების არქიმანდრიტი ილია თოლორაია. რადიო თავისუფლება მას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და იმ ძალადობაზე ესაუბრა, რომლის მოწმეც საზოგადოება დარბევების დროს გახდა.
მოსამართლეები უარს ამბობენ, მოისმინონ, დაინახონ და ილაპარაკონ იმ სისასტიკეზე, რომლითაც სპეცრაზმელები დაკავებულებს უსწორდებოდნენ. მართალია, კანონი მათ არ ავალდებულებს გაარკვიონ დაკავების დეტალები, მაგრამ არც უკრძალავს. მაშინ, რა დგას ამ გულგრილობის მიღმა? - აქ ვყვებით სავარაუდო ვერსიებზე.
19 დეკემბერს სრულდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 14 ნოემბერს, ონლაინ, თვითრეგისტრაციით დაიწყო, 29 ნოემბრიდან კი პროცესში საქსტატის ინტერვიუერები ჩაერთვნენ. აღწერა, რომელიც ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა.
ქართველი მსახიობების და თეატრების სოლიდარობის აქციას, რომლის იდეაც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს გაუჩნდა, უკვე ათზე მეტი გერმანულენოვანი თეატრი შეუერთდა გერმანიაში, შევეიცარიასა და ავსტრიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი, 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე, ჩაიშალა.
ევროკავშირის მომხრეთა მასშტაბურმა პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზეც იმოქმედა. საახალწლო ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს ასეულობით მეწარმე. მომავალს ბუნდოვნად ხედავს და ახალ არჩევნებს ითხოვს თავისუფალი ბიზნესი.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა, - რის შემდეგაც თითქმის სამი კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება, - უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას უძრავი ქონების სააგენტოები.
აფხაზეთში კვლავ მძიმე ენერგეტიკული კრიზია. ათობით ათასი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე ატარებს. სკოლებსა და ბაღებში იძულებითი არდადეგებია გამოცხადებული. შეფერხებით მუშაობენ პურის საცხობები და მომსახურების ობიექტები.
რუსთაველზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული და ნაცემი ასობით ადამიანი მობილურ ტელეფონებს, ყურსასმენებს, საფულეებს, საბანკო ბარათებსა და სხვა პირად ნივთებს ეძებს.
ჩამოტვირთე მეტი