30 წლის წინ, 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღაშფოთა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.
დაკავებულია კაცი, რომელმაც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ ახალგაზრდა ამერიკელ ქალზე სექსუალურად იძალადა. კაცი ერთ-ერთ ქალაქში სასტუმროს მეპატრონეა. საქმე 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის აღძრული.
ვიხსენებთ საქართველოს ყველა (ათივე) წინა მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომებს: ვინ ესწრებოდა, რა ითქმებოდა და ა.შ.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში, 26 ნოემბერს, ვერბალურ ნოტას გაუგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენის დაზიანების გამო.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მასზე ხშირად არ ლაპარაკობენ.
რუსეთში სიკვდილიანობის ზრდისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე, იზრდება როგორც ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ალკოჰოლის წარმოება-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.მოსკოვს არჩევანის გაკეთება უწევს ნახევრად „მშრალ კანონსა“ და ლიბერალურ მიდგომას შორის.
ზუსტად 3 წუთი დასჭირდა მოსამართლე დავით კუპატაძეს, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გაეშვა.
48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დიღმისა და ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებულებმა.
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი. როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიების ციხეებში საქართველოს 15 მოქალაქე იხდის სასჯელს, მათგან 9 ცხინვალის ციხეში, 6 - აფხაზეთში.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე, 19 ნოემბერს დაკრძალეს თბილისში, ვაზისუბნის სასაფლაოზე.
ჩამოტვირთე მეტი