ბოლო რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში ორმა ქალმა დაწერა, რომ ქუჩაში მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს - ორივე ფიქრობს, რომ ეს თავდასხმა, შესაძლოა, აქციებში მათ მონაწილეობას და აქტიურობას უკავშირდებოდეს.
რადიო თავისუფლება საახალწლო ასტროლოგიურ „პროგნოზს“ ტრადიციულად უკუღმა გთავაზობთ. როგორ იქცეოდნენ 2024 წელს ასტროლოგიური ნიშნები? თქვენ იცით, რომ მთელი წელი და განსაკუთრებით ბოლო თვეები, ყველა რაღაცას აპროტესტებდა, მათ შორის ჰოროსკოპის ნიშნებიც.
რუსული სამყარო „დასავლურ“ ახალ წელს ებრძვის. საახალწლო ვიდეოებში სანტა კლაუსს სცემენ და კლავენ, ბელარუსმა კი ის საერთოდ აკრძალა.
მე-11 კლასელ სინან შარიფოვს და მე-9 კლასელ ელჩინ ბინათოვს ბოლნისი-მარნეულის გზაზე, სოფელ ნახიდურთან 30 დეკემბრის საღამოს მანქანა დაეჯახა.
ლიანა ისაკაძე, ვაჟა აზარაშვილი, ლევან თედიაშვილი… - რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ადამიანები, რომლებიც 2024 წელს გარდაიცვალნენ.
გსმენიათ 2024 წლის სიტყვები „ტვინის გახრწნა“, „მანიფესტირება“, ან „დელულუ“? თუ არა, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული 26 წლის რევაზ კიკნაძე, სხვა არაერთი დემონსტრანტის მსგავსად, ახალ წელს პატიმრობაში შეხვდება. პროტესტის ნიშნად რეზო ბოლო ათი დღე შიმშილობდა. წერა არ შეუწყვეტია - ეს მისი „ციხის დღიურების“ მეორე ნაწილია.
ათი კარგი ამბის შეგროვებას ვგეგმავდით, მაგრამ შვიდიც კი ძლივს გავიხსენეთ. მოხდა კი რამე კარგი? - მძიმე პოლიტიკური კრიზისებით სავსე ერთი წლიდან გამოვარჩიეთ ის მოვლენები, რომლებმაც ბევრი ერთნაირად გაახარა, გააღიმა და სიამაყით აავსო. ამბების დიდი ნაწილი სპორტულ და კულტურულ წარმატებებს უკავშირდება.
პირველი შემთხვევაა, როცა აქციების დროს გდდ-ს მაღალჩინოსანი უწყებას პროტესტის გამო ტოვებს და შემდეგ ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ამიტომ მოჰყვა დიდი ინტერესი ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, რომელიც მასთან ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა.
ჩამოტვირთე მეტი