ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის 17 ნომერში, აფეთქების ხმა 14 იანვარს, ღამის პირველის ათი წუთისთვის გაისმა. 9-სართულიანი კორპუსი, ყოფილი სამხედრო სასტუმრო, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ცხოვრობს, ძლიერმა აფეთქებამ შეაზანზარა.
2022 წლის 12 დეკემბერს, დილის 8 საათისთვის, FBI-ის ორი აგენტი მანქანით მიადგა სახლს კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩის მდიდრულ, მწვანით შემოსულ გარეუბანში.
2025 წლის დასაწყისიდან ბელარუსის სამეურვეო ორგანოებს გაუადვილდათ ბავშვის ჩამორთმევა მშობლებისთვის, რომლებსაც ოპოზიციური შეხედულებები აქვთ.
#თავისუფლებამზიას - ამ „ჰეშთეგით“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება - ჟურნალისტები, რეჟისორები, მწერლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „ბათუმელების“ დირექტორი პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავა.
უჰაერობა, ორი ერთ სკამზე, ატირებული მშობლები, გაჯიუტებული მოსამართლე, ადვოკატების ბოიკოტი და თითქმის ცარიელ დარბაზში თათბირის გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილება - ამ სტატიაში გიყვებით პროცესზე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა წამება უწოდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებული 8 ადამიანი.
ამ რეპორტაჟში გიყვებით იმას, რაც რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის პროცესის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში და მის გარეთ, სასამართლოს დერეფნებსა თუ ეზოში მოისმინა, დაინახა და გადაიღო.
ერთი წლის წინ რუსეთში ექსტრემისტულად გამოცხადდა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“, უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 10 იანვარს შევიდა ძალაში.
საჯარო სამსახურიდან მხოლოდ ერთი წინადადებით, ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლებული მოხელეების რიცხვი იზრდება და ეს პროცესი, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება - შიშობენ საჯარო მოხელეები და უფლებადამცველები. რეფორმა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ნაწილი იყო, კრახის წინაშე დგას - ამბობენ ისინი.
თვეზე მეტია, აქტივისტები და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი "პირველი არხის" ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ითხოვენ.
რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 44 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ჩამოტვირთე მეტი