ზვიად მაისაშვილი - გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს, პროევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
მსოფლიოს მედია მოიარა თბილისში გადაღებულმა კადრებმა, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ნიღბებით სახედაფარული პოლიციელები ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის წინააღმდეგობის გაწევის უნარდაკარგულ ახალგაზრდას, რომელსაც ორი პოლიციელი რიგრიგობით, მთელი ძალით ურტყამს სახეში ფეხს.
საპროტესტო აქციების მონაწილე სალომე ზანდუკელს და მის მეგობარ ნათია არაბულს 1-2 დეკემბრის ღამით, გაქცევისას რამდენიმე სპეცრაზმელმა სცემა. გოგონებს ურტყეს თავში, წაართვეს მობილური, დაამტვრიეს ფრჩხილები და აგინეს.
შშმ ადამიანების უფლებების დამცველი, აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეებს შორის, ვისაც, მხოლოდ იმისთვის, რომ დემონსტრაციაზე იდგა, სპეცრაზმმა გამეტებით სცემა. მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა, უჭირს სუნთქვა, დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე.
მაიდანი - საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის პროპაგანდის საყვარელი თემაა, როცა საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებაზე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. ერთ-ერთი მოქალაქე დააკავეს პარლამენტის შენობის უკან, ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კუთხეში.
აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.
პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა და დაკავება პოლიციამ და სპეცრაზმმა ღამის 2 საათისთვის დაიწყო. უკვე მოგვიანებით კი დაკავებები მთელ რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნამდე გაიშალა.
ფემიციდის შესახებ სახალხო დამცველის ახალ სპეციალურ ანგარიშში საქართველოში ქალთა მკვლელობების პრევენცია უცვლელ პრობლემად რჩება.
27 ნოემბერს, პარლამენტში, ჯერ კიდევ კომიტეტების გაერთიანებულ, პირველ სხდომაზე იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე, როდესაც ინსტაგრამზე მის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის ავტორს, საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა და სექსისტური შინაარსის, შეურაცხმყოფელი გზავნილები მისწერა.
ჩამოტვირთე მეტი