როგორ მიიწევს სერბეთი ევროკავშირის წევრობისკენ - ბელგრადის გამოცდილების შესწავლა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების 3-დღიანი ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა. თუმცა სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე ახლა გადის ეტაპს, რომელიც თბილისმა თავად გაყინა 4 წლით - 2028 წლამდე.
27 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული კანონპროექტი - “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] - განხილება. ტექსტი მოიცავს როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერ გეგმას, ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებს და სანქციების მექანიზმს.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა პირველად 1994 წელს „აკურთხეს“ პრეზიდენტად. 31 წლის შემდეგ მან კვლავ დადო პრეზიდენტის ფიცი და კვლავ დაჰპირდა ბელარუსს ხალხს, რომ არასოდეს უღალატებდა და მიატოვებდა მას.
"ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე", - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
აშშ-მ საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთთან ცალ-ცალკე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე მიაღწია შეთანხმებას შავ ზღვაში ძალის გამოყენების აკრძალვისა და ორივე ქვეყანაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების მცდელობის შესახებ.
2025 წლის თებერვლის ბოლოს თბილისის მერიამ 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა - კომპანია, რომელიც ამ ტენდერში გაიმარჯვებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი.
რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. რადიო თავისუფლება ისტორიკოსებთან ერთად იხსენებს ექვს ისეთ შემთხვევას, რომლებსაც მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.
24 მარტს ერ-რიადში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, საუდის არაბეთში ამჯერად არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩასულა და არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.
40 წლის წინ, 1985 წლის მარტში, საბჭოთა ტელევიზორებიდან კვლავ გაჟღერდა სამგლოვიარო მუსიკა: გარდაიცვალა კონსტანტინ ჩერნენკო, სამი წლის განმავლობაში მესამე საბჭოთა ლიდერი.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებამდე დათანხმდა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL), გამოუყოს კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის ნაწილი.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - ითხოვს ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ [CHP], კვირას ჩატარებული საყოველთაო კენჭისყრის შემდეგ. სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად გამოცხადებას თითქმის 15 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა.
ჩამოტვირთე მეტი