თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ, რეორგანიზაციის საფუძვლით. როგორც ირკვევა, 11 მარტიდან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე. მათ უმრავლესობას ცოდნა მიღებული აქვს აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.
ჟურნალისტს, რომელიც ნიღბიანებმა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, სამართალდარღვევისთვის ასამართლებენ. საქმის აბსურდულობას ნათელი ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავმა და ფაქტობრივი შეცდომებით სავსე ჩვენებებმა მოჰფინა.
უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიპოვო“, რომელიც ომში დაკარგული რუსი სამხედროების მოძებნაში ეხმარება ოჯახების წევრებსა და ნათესავებს, განაცხადა, რომ ომის სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის ხელში, 60 ათასზე მეტმა მიმართვამ გაიარა.
კრემლმა უარი თქვა დაედასტურებინა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა "მიიღოს" ევროპული ჯარები უკრაინაში, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუმცა პოტენციური შეთანხმებისთვის ადგილი მაინც დატოვა.
მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც შსს-ს დროებითი განთავსების ცენტრში უკვე მე-40 დღეა შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. მანამდე მას სამჯერ უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქის უფლებებზე.
დეკემბრის ბოლოს, აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ბომბის ნამსხვრევი მოხვდა, რის გამოც ავარიულად დაჯდომა მოუწია. 38 მგზავრი ვერ გადარჩა. იმ მიმართულებით, სადაც კატასტროფა მოხდა, საქართველოდანაც არაერთი რეისი სრულდება.
რა გეგმები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია; თუმცა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული ერთკვირიანი ვერბალური პაექრობის ფონზე, აშკარაა, რომ ამ საკითხზე ევროპისა და ვაშინგტონის გზები იყრება.
საქართველოს დაპყრობის შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ XI არმია კი არ შეიჭრა საქართველოში, არამედ მშრომელი ხალხი აუჯანყდა მთავრობას; საქართველო კი არ დაიპყრო რუსეთმა, არამედ უბრალოდ მენშევიკები დამარცხდნენ ბოლშევიკებთან. გასაბჭოების შემდეგ მალევე დაიწყო ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისთვის.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას უკრაინის დამცველთა რიგებში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისეც შეხვდა.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პარასკევს უამინდობის შესახებ ხელისუფლებამ შეტყობინებები კი დააგზავნა, მაგრამ გარე სამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
ბალაკლავის წყალქვეშა ნავების ბაზა ოდესღაც საბჭოთა საიდუმლო ობიექტი იყო, შემდეგ მასში მუზეუმი მოეწყო ტურისტებისთვის. როგორც იტყობინებიან, ახლა ბაზა კვლავ ამოქმედდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის.
რადიო თავისუფლება აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (სსს) მონაცემთა ბაზის ანალიზს.
ჩამოტვირთე მეტი