გურიაში, სადაც ერთი კვირაა დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა და ადგილობრივები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვა, მოსახლეობა სხვა პრობლემებთან ერთად წუხს იმაზე, რომ გაუწმენდავი გზები გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევს.
2025 წლის 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევანი კეთდება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ბადრა გუნბასა და ოპოზიციის ლიდერს, ადგურ არძინბას შორის.
21 თებერვალს, პარასკევს, 18:45 წუთზე საქართველოს მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო ტექსტური შეტყობინება: „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება”. 112 ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებს პირდაპირ არ მოიცავს, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ სასარგებლო წიაღისეულის გარიგებით უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებასა და „ავტომატურ უსაფრთხოებასაც“ მიიღებს.
ბულგარეთის პროკრემლისტურმა პარტიებმა ნამდვილი „პოგრომი“ მოაწყვეს სოფიაში. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც ბულგარეთის ევროზონაში შესვლას აპროტესტებდნენ, გასულ შაბათს იერიში მიიტანა ევროკომისიის წარმომადგენლობასა და ევროპარლამენტის სოფიის ბიუროზე.
რამდენიმე კვირის წინ იშვიათ მიწათა ელემენტები, დეფიციტური მინერალები და სხვა სასარგებლო წიაღისეული ერთ მორიგ ფაქტორს წარმოადგენდა უკრაინასთან რუსეთის ომის დასრულების მცდელობებში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ, რეორგანიზაციის საფუძვლით. როგორც ირკვევა, 11 მარტიდან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე. მათ უმრავლესობას ცოდნა მიღებული აქვს აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.
ჟურნალისტს, რომელიც ნიღბიანებმა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, სამართალდარღვევისთვის ასამართლებენ. საქმის აბსურდულობას ნათელი ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავმა და ფაქტობრივი შეცდომებით სავსე ჩვენებებმა მოჰფინა.
უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიპოვო“, რომელიც ომში დაკარგული რუსი სამხედროების მოძებნაში ეხმარება ოჯახების წევრებსა და ნათესავებს, განაცხადა, რომ ომის სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის ხელში, 60 ათასზე მეტმა მიმართვამ გაიარა.
კრემლმა უარი თქვა დაედასტურებინა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა "მიიღოს" ევროპული ჯარები უკრაინაში, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუმცა პოტენციური შეთანხმებისთვის ადგილი მაინც დატოვა.
ჩამოტვირთე მეტი