„ქართული ოცნება“ აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.
დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს აშშ-დან მილიონობით არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას დაჰპირდა. მისი ადმინისტრაცია ამ პირობას ასრულებს.
შერეული ორთაბრძოლების ჩეჩენმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა, რომელსაც ორიოდე თვის წინ "ქართული ოცნების" ლიდერები მასპინძლობდნენ საქართველოში, ცოტა ხნის წინ მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა, რაც მას საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად შევიდეს აშშ-ში და იასპარეზოს იქ გამართულ ტურნირებში.
დონალდ ტრამპის განცხადებებმა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, - კიევის დადანაშაულებამ და ზელენსკისათვის „დიქტატორის“ წოდებამ, - კიევსა და ევროპელ მოკავშირეებში გამოიწვია შიში, რომ „სამშვიდობო შეთანხმება“ რუსეთისათვის სასარგებლო პირობებით დასრულდება.
ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.
გერმანიის მოქალაქეები 23 თებერვალს ხმის მისაცემად - 21-ე ბუნდესტაგის შემადგენლობის ასარჩევად მივლენ საარჩევნო უბნებში.
“ვინ ხარ საერთოდ?” - ხმამაღლა, ანერვიულებული ხმით უყვირიან გოგოები შავ ტანსაცმელში ჩაცმულ კაცებს, რომლებსაც ახალგაზრდა კაცი, პირით მანქანისკენ ჰყავთ მიბრუნებული და ხელებს ზურგს უკან უჭერენ. კაცს საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული. გოგოებს ტელეფონი უჭირავთ ხელში და ვიდეოს იღებენ.
მოსკოვი თბილისს უკვე მერამდენედ შეახსენებს, რომ „3+3“-ის ფორმატში - მისთვის განკუთვნილი ცარიელი სავარძელი კვლავ მაგიდასთანაა. ხშირ შეხსენებებს შემთხვევითობად არ თვლიან ექსპერტები - რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავარძლები დასავლეთშიც ცარიელია.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ვერბალური დუელი იმართება მაშინ, როდესაც შესაძლოა ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება უკრაინის გარშემო უკრაინის გარეშე იწყება. თუ სწრაფად არ იმოქმედა, შეიძლება ქვეყანაც აღარ დარჩეს, ამბობს ტრამპი ზელენსკიზე.
უცხოური დაფინანსების შეზღუდვის პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში დაჩქარებულად მუშაობენ საგრანტო კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო სექტორს, „ოცნების“ მთავრობის სახელით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ჰპირდება.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ზაპოროჟიეს მკვიდრი სერჰი სკოტარენკო საზღვარგარეთ მუშაობდა. სამშობლოში 2022 წლის ბოლოს დაბრუნდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლთა რიგებში ჩაეწერა.
გამალებული დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე, ევროპის ლიდერებმა უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბარი განახლებული ენერგიით დაიწყეს. როგორი შეიძლება იყოს ასეთი სამშვიდობო ძალა და რამდენად რეალისტურია ეს?
ჩამოტვირთე მეტი