უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყველაზე მეტად ეშინია საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის და ძალის დაკარგვის.
პარიზში მყოფმა ზელენსკიმ 26 მარტს, ღამით, Eurovision News-ის სტუდიაში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რისი ეშინია პუტინს.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინს ეშინია საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის და თუ დასავლეთი ზეწოლას და სანქციებს გააგრძელებს, დესტაბილიზაცია იქნება.
ზელენსკის თქმით, პუტინს ეშინია ძალის დაკარგვისაც, რაც მის ასაკზეცაა დამოკიდებული. „ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია. და ყველაფერი დასრულდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც BBC წერს, ზელენსკის არ განუმარტავს, რატომ ფიქრობს, რომ 72 წლის პუტინი მალე მოკვდება, ჟურნალისტებს კი დამატებითი შეკითხვა არ დაუსვამთ.
ფორუმი