Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს

რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ნიჟნი ნოვგოროდი, 11 ივნისი, 2024.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ნიჟნი ნოვგოროდი, 11 ივნისი, 2024.

რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემთხვევაში „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს მას.

„მკაფიოდ გაფრთხილებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კიევის რეჟიმი განაგრძობს დესტრუქციულ ხაზს, რუსეთის მხარე იტოვებს უფლებას პასუხისთვის, მათ შორის სიმეტრიულისთვის,“ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„19 მარტს დარტყმა განხორციელდა ნავთობბაზაზე ყუბანში, 21 მარტს - გაზსაზომ სადგურ „სუჯაზე“ კურსკის ოლქში,“ ნაქვამია ზახაროვას განცხადებაში, რომელიც სამინისტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კრასნოდარის მხარეში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს უკრაინის დრონით, რომლის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი. გაზსაზომი სადგური „სუჯა“, რუსეთის მხარის მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს უკან დახევის დროს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აფეთქებასთან კავშირს და აცხადებს, რომ ის რუსეთის საარტილერიო ცეცხლში მოყვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG