„ხვალ დამაკავებენ” - თვალთვალის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლოდან შეატყობინეს, რომ პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ჩიკვაიძეს იახტის ჩამოყვანისთვის გადახდილი თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
რუსეთში ექსპორტზე დასავლეთის აკრძალვის მიუხედავად, ასობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანები კვლავ ხელმისაწვდომია ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. არის თუ არა უმაღლესი დონის თანამდებობის პირების დაცვის სააგენტო ამ ვაჭრობაში ჩართული?
ჟურნალისტი ინალ ხაშიგი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველია, ვისაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭა. ხაშიგი ამბობს, რომ მხოლოდ აფხაზეთზე წერდა და არა რუსეთზე, რომლის მოქალაქეობაც აფხაზებისთვის სადამსჯელო მექანიზმად იქცა.
გასული ოთხი დღის განმავლობაში სირია კვლავ არეულობამ მოიცვა. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ახალი მთავრობა სისხლის ღვრაში „ასადის ნარჩენებს“ ადანაშაულებს.
10 მარტს, დილით, თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილმა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასეთი 10 სტუდენტია.
2025 წლის 11 მარტს გრენლანდიაში არჩევნებია, რომელიც იმართება მზარდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რასაც იწვევს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებები დანიის ტერიტორიის ამერიკულ კუნძულად გადაქცევის თაობაზე.
მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე რუსეთმა აშშ-ში დანიშნა ახალი ელჩი - ალექსანდრ დარჩიევი, რომელსაც ათ წელზე მეტი აქვს გატარებული ვაშინგტონის საელჩოში, სადაც ის ახლა პუტინის მთავარი წარგზავნილი იქნება.
როგორც წესი, გრენლანდიის 31-წევრიანი პარლამენტის არჩევნებს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სადაც მხოლოდ 60 000 ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იშვიათად თუ ექცეოდა.
რთული სათქმელია, როგორი იქნება თეთრი სახლის რეაქცია, თუ მათი ფავორიტი რუმინელი ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტობისთვის ვერ იბრძოლებს. არანაკლებ ბუნდოვანია, როგორი იქნება რუმინეთის საგარეო პოლიტიკა ევროსკეპტიკოსი და ნატოს კრიტიკოსი ლიდერის გამარჯვების შემთხვევაში.
ჩამოტვირთე მეტი