ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობას ვეღარ აგრძელებენ და ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნიდან გადიან. ეს არის შედეგი ბაქოს პოლიტიკის, რომელიც სულ უფრო მეტად უპირისპირდება დასავლურ პრინციპებს.
6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვას სთავაზობს და გერმანია სამხედრო ხარჯებს ზრდის.
ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უთანხმოებებში პეკინი საკუთარ სარგებელს ეძებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპამ და ჩინეთმა შეიძლება მართლაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. ოღონდ ეს მყისიერად არ მოხდება.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული პირები დასაჯოს რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
ჩეჩნეთში ათასზე მეტი ადამიანია ჩაბმული „უცხო ექსტრემისტული პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა, უმსხვილესი ადგილობრივი სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის „გროზნის“ ყოფილმა დირექტორმა, ახმედ დუდაევმა.
საერთაშორისო გამოძიების მონაწილე სამმა ქართულმა მედიაორგანიზაციამ გაარკვია, რომ ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ; თაღლითები მსხვერპლებს უკანასკნელ დანაზოგს ართმევდნენ, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ.
პოლონეთის ხელისუფლებამ 5 მარტს დაიწყო ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. პირველ ტალღაში მოყოლილი საქართველოს 17 მოქალაქე სამხედრო თვითმფრინავით სამშობლოში დააბრუნეს.
ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს განსაკუთრებული ისტორიული მეგობრობა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განსაკუთრებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა Krab Coffee-ის მფლობელების, ქრისტი პირველისა და ბარბარე როკიტას გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ სამმართველოში.
4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვისას მოსამართლემ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, რომელიც კვლავ პატიმრობაში დატოვა, ადვოკატების შეფასებით, დაცვის უფლება ჩამოართვა.
ჩამოტვირთე მეტი