„იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ზუსტად ასახავს „ქართული ოცნების“ წინასწარ განცხადებებს, რომ პარტიის რეიტინგი თითქმის 60%-ს შეადგენს. ამ კვლევაზე დაყრდნობით, „ოცნება“ უკვე სახავს გზებს, როგორ მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
კურსკის ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ მიმდინარე მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს დონეცკის მიმართულებით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის წინააღმდეგ.
„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. კოალიცია „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ჯაფარიძის მიერ „ფორმულის“ ეთერში გავრცელებული ეს ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა.
ზუგდიდში, ბინაში, სადაც ხანძარს მცირეწლოვანი ძმების სიცოცხლე შეეწირა, ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელობის გამო იყო შეწყვეტილი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბინის მეპატრონემ, ხალიდა ჭურღულიამ დაუდასტურა. გადაუხდელი თანხა დაახლოებით 50 ლარს შეადგენდა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ განგებ დაიწყო და რუსეთს საქართველოს ტერიტორია დააპყრობინა. Z-პროპაგანდისტებს ეს თან უხარიათ, მაგრამ თან უკვირთ. ამბობენ, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოგვედგინა, თუკი “ოცნება” რაიმე მსგავსს იტყოდაო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. უკრაინის რეგულარულმა ნაწილებმა დაიკავეს რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი და რუსეთის ტერიტორიის 1000-მდე კვადრატული კილომეტრი, თუმცა პასუხად რუსეთის ხელისუფლებას არანაირი მკვეთრი გადაწყვეტილება არ მიუღია.
საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. რეგიონებში არც შეტყობინებების სისტემები აქვთ და არც ღრმა ცოდნა მათ საჭიროებაზე.
წლების მანძილზე ის მუშაობდა ცხელ წერტილებში, ემეგობრებოდა რუს ოპოზიციონერებს და წერდა სადოქტორო ნაშრომს საქართველოში ლგბტ ადამიანების ჩაგვრაზე. მაგრამ ბოლოს უმწიკვლო რეპუტაციის ესპანელი ჟურნალისტი პაბლო გონსალესი კრემლის ჯაშუში პაველ რუბცოვი აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ „ქართული ოცნება“ ქოლცენტრებით შავი ფულის მოზიდვაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები.
ვეტერანი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ ის თავისუფლებას ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა. რუსული ციხიდან ის რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა ციხის და რუსეთის მიღმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლის წყალობით.
ჩამოტვირთე მეტი