მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ „ქართული ოცნება“ ქოლცენტრებით შავი ფულის მოზიდვაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები.
ვეტერანი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ ის თავისუფლებას ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა. რუსული ციხიდან ის რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა ციხის და რუსეთის მიღმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლის წყალობით.
იაჰია სინვარს, ჰამასის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან, რომელიც მიესალმა თანამდებობაზე მის დანიშვნას.
დონალდ ტრამპმა უკრაინის ომში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. მილიარდერ ილონ მასკისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მარტივად გამონახავს ენას ვლადიმირ პუტინთან და ომს დაასრულებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა. ის არის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დელიან პეევსკი, წამყვანი პოლიტიკოსი და ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოლიგარქი, საიდუმლოებით მოცული კაცია. არავინ იცის სად ცხოვრობს, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თურმე რამდენიმე სასტუმროში ხედავენ ხოლმე.
რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ იაპონურ გამოცემა Nikkei Asia-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომს „სიგიჟე“ უწოდა, გააკრიტიკა რუსეთის საომარი ხარჯები და თქვა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ოპოზიციური ცენტრის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის სამტრედიაში ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა. მანამდე, კოალიციის ახალი ოფისის გახსნას სამი ტელევიზია ესწრებოდა.
თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, დემოკრატმა სენატორმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
პუბლიცისტი და მწერალი ენ ეპლბაუმი კომუნიზმისა და საბჭოთა რეპრესიების ისტორიას და პოლიტიკური რეჟიმების ტრანსფორმაციას სწავლობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა მას 21-ე საუკუნეში დეზინფორმაცია და პროპაგანდა აინტერესებს.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ და პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს.
ჩამოტვირთე მეტი