დელიან პეევსკი, წამყვანი პოლიტიკოსი და ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოლიგარქი, საიდუმლოებით მოცული კაცია. არავინ იცის სად ცხოვრობს, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თურმე რამდენიმე სასტუმროში ხედავენ ხოლმე.
რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ იაპონურ გამოცემა Nikkei Asia-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომს „სიგიჟე“ უწოდა, გააკრიტიკა რუსეთის საომარი ხარჯები და თქვა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ოპოზიციური ცენტრის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის სამტრედიაში ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა. მანამდე, კოალიციის ახალი ოფისის გახსნას სამი ტელევიზია ესწრებოდა.
თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, დემოკრატმა სენატორმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
პუბლიცისტი და მწერალი ენ ეპლბაუმი კომუნიზმისა და საბჭოთა რეპრესიების ისტორიას და პოლიტიკური რეჟიმების ტრანსფორმაციას სწავლობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა მას 21-ე საუკუნეში დეზინფორმაცია და პროპაგანდა აინტერესებს.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ და პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს.
უკრაინაში მიმდინარე ომმა, სრულიად მოულოდნელად, რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კურსკის ოლქში უკრაინელები მეოთხე დღეა, წინ მიიწევენ, თუმცა ბუნდოვანია, რა გაგრძელება ექნება უკრაინელების ყველაზე დიდ სიურპრიზს ბოლო ორი წლის განმავლობაში.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის ომის გამო გასამართლდება. Z-პროპაგანდა კი, საქართველოში შეჭრის 16 წლის თავზე ირწმუნება, რომ თბილისმა ჭკუა ისწავლა.
წინა საუკუნის მიწურულს, 1999 წლის 9 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და რუსებს მოუწოდა, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მიეცათ მაშინ ნაკლებად ცნობილი კგბ-ს ყოფილი ოფიცრისათვის.
მესენჯერი Signal-ი დაბლოკილია რუსული "კანონმდებლობის დარღვევის გამო", - განაცხადა 9 აგვისტოს რუსეთის ინტერნეტმარეგულირებელმა "როსკომნადზორმა".
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერილი მისწერა. მასში წერია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ომის გაჩაღების სურვილს არა რუსეთს, არამედ დასავლეთს მიაწერს, დაკვეთის შემსრულებლებად პოლიტიკური ოპონენტები გამოჰყავს და მათ გასამართლებით ემუქრება.
ჩამოტვირთე მეტი