პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ უკვირს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე აშშ-ის რეაგირება ჰქონდა. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ხელისუფლებისთვისაც არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა რეესტრების ვებგვერდები. განახლებულ ვებსაიტზე გამოჩნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრიც“ (ე.წ. აგენტების რეესტრი), რომლის შექმნაც „აგენტების კანონით“ იყო გათვალისწინებული.
თბილისში 3 აგვისტოს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს - აფგან სადიგოვს, 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. არაერთი წყარო ადასტურებს, რომ სადიგოვი ბაქოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.
როდესაც გათავისუფლებულთა ოჯახები და მხარდამჭერები ხარობდნენ ამ კვირას აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის შემდეგ, იმ ამერიკელი მოქალაქეების და პოლიტპატიმრების მხარდამჭერები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში იმყოფებიან, დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებდნენ, არ დაევიწყებინათ მათი გასაჭირი.
საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ღიად პირველად აღიარა, რომ ვადიმ კრასიკოვი "ეფესბეს" სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი იყო.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტმა, ალსუ კურმაშევამ, 288 დღე დაჰყო რუსეთის საპატიმროში.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხეთქილებაა ოპოზიციურ პარტია "ევროპულ საქართველოში". ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევენ როგორც წამოსული, ისე პარტიაში დარჩენილები წევრები.
ოჩამჩირის რაიონული სასამართლოდან მილიციამ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ხელჩართული ბრძოლის შემდეგ, ბრალდებული გაიტაცა. მოსახლეობას დამნაშავეთა დასჯის იმედი არ აქვს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „აგენტების კანონის“ აღსრულების მიზნით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები დაამტკიცა.
“ქართული ოცნება” აშშ-სგან ვერ მიიღებს 95 მილიონ დოლარს. Z-ბლოგერებს ეს ახარებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გადაიფიქრა და ამის გამო ისჯება.
ჩამოტვირთე მეტი