მეგობრებისა და ოჯახის ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ აქტივისტ ბაჰრუზ სამადოვს „სახელმწიფოს ღალატში“ სდებენ ბრალს. ის წლებია, აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. მხარს უჭერდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
22 აგვისტოსთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 20-მდე პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა. მათ შორის ჯერჯერობით არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. სამიდან ორი გაერთიანება ახალი სახელით არც საჯარო რეესტრში არაა დარეგისტრირებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ბევრისთვის სანუკვარ მიზნად იქცა როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ასევე დანარჩენ რუსეთშიც. ასევე ე.წ. სამხრეთოსური პასპორტებით წყდება "არჩევნების" ბედი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
“ქართულ ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება სურს. მიზეზებს შორის ასახელებენ “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას და ტერიტორიების დაბრუნებას. რუსი პროპაგანდისტები პირველ მიზანს კრემლის ოცნების ასრულებას, მეორეს კი ფუჭ დაპირებას უწოდებენ.
15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შესული სარჩელების განხილვა თვის ბოლოს, 29 აგვისტოს, დაიწყება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა წყარომ საკონსტიტუციო სასამართლოდან. სასამართლოს პრესსამსახურში ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ოთხი მიზნის მისაღწევად სჭირდება და ნომერი ერთი მიზანი პოლიტიკური ველიდან ოპონენტების გაქრობაა. მმართველი პარტია ოთხიდან მხოლოდ სამ მიზანს ასახელებს და ამომრჩევლებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ითხოვს.
20 აგვისტოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მეორე წაკითხვით, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიღო რუსეთთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონი.
კურსკის მოულოდნელი ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის თავზე უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ.
აგვისტოში თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, საიტ Azel.tv-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი. აზერბაიჯანის პროკურატურა მას მუქარასა და გამოძალვას ედავება.
საჯარო რეესტრში შექმნილი ახალი, ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვინაობა ცნობილია. ესაა დეპარტამენტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა „აგენტების კანონის“ აღსრულება დაავალა.
რუსეთის დროშები ქუჩებში, საზეიმო დახვედრა და ვახშამი ალიევების ოჯახში - ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანში ორი დღით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უკრაინასთან ომის გამო ძალიან ცოტა ქვეყანაში ჩაესვლება. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური [უმაღლესი რანგის] ვიზიტია აზერბაიჯანში.
ჩამოტვირთე მეტი