26 აგვისტოს უკრაინამ მოკავშირეების მიერ გადაცემული ერთ-ერთი პირველი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი დაკარგა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. ბოლო სამ წელიწადში, მათი რაოდენობა 20 ათასითაა გაზრდილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა იმ პრორიტეტებზე, რომლითაც უწყება „აგენტების კანონის“ აღსრულების დროს იმოქმედებს. მან პრიორიტეტებში შორის გამოყო ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც რეესტრს წერილობით აცნობეს, რომ არ აპირებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ რეგისტრაციას.
ფონდი „სიკეთის რევოლუცია“, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტით ეხმარებოდა, „აგენტების კანონის“ გამო ფუნქციონირებას წყვეტს. ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე წერია, რომ ფონდის ლიკვიდაცია უკვე დაწყებულია.
გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ სარჩელის განხილვის პირველი დღე - 10-საათიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, დავა მომდევნო დღეს გაგრძელდეს.
რა აქვთ საერთო ჰუმანიტარული დახმარების მუშაკს, მშრომელთა უფლებადამცველს, პოლიტიკური კამპანიის მონაწილესა და დემონსტრანტს? ოთხივე ქალია, რომლებსაც ბოლო თვეებში ბრალად დასდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება. მათ სიკვდილით დასჯიან.
სოციალური პრობლემები, სიღარიბე და უმუშევრობაა დასახელებული საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემებად თითქმის ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, რაც წლების განმავლობაში ტარდება.
დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „აგენტების კანონის“ შესახებ შეტანილი სარჩელების განხილვა. როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თქვა, შესულია კიდევ ერთი, უკვე მეხუთე სარჩელი.
ჩამოტვირთე მეტი