საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ღიად პირველად აღიარა, რომ ვადიმ კრასიკოვი "ეფესბეს" სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი იყო.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტმა, ალსუ კურმაშევამ, 288 დღე დაჰყო რუსეთის საპატიმროში.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხეთქილებაა ოპოზიციურ პარტია "ევროპულ საქართველოში". ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევენ როგორც წამოსული, ისე პარტიაში დარჩენილები წევრები.
ოჩამჩირის რაიონული სასამართლოდან მილიციამ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ხელჩართული ბრძოლის შემდეგ, ბრალდებული გაიტაცა. მოსახლეობას დამნაშავეთა დასჯის იმედი არ აქვს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „აგენტების კანონის“ აღსრულების მიზნით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები დაამტკიცა.
“ქართული ოცნება” აშშ-სგან ვერ მიიღებს 95 მილიონ დოლარს. Z-ბლოგერებს ეს ახარებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გადაიფიქრა და ამის გამო ისჯება.
სულ რამდენიმე საათი იყო გასული ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვიდან, რომელსაც ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა, როცა გაირკვა, რომ თეირანში ჰამასის ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ფართო რეგიონული ომის ზღვარს.
მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. მის გვერდით იდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს".
„ყველაფერი მზად არის, პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებში [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია - რ.თ.] ექცევიან, შეუძლიათ განაცხადით მოგვმართონ“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 30 ივლისს ბრიფინგზე.
1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ, ბოლშევიკებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს დაღუპულები დაევიწყებინა.
ჩამოტვირთე მეტი