რუსეთის დროშები ქუჩებში, საზეიმო დახვედრა და ვახშამი ალიევების ოჯახში - ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანში ორი დღით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უკრაინასთან ომის გამო ძალიან ცოტა ქვეყანაში ჩაესვლება. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური [უმაღლესი რანგის] ვიზიტია აზერბაიჯანში.
19 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ განაახლა მონაცემთა ბაზა, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ახალი დახმარება, რომელიც მოიცავს საშუალო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T SLS-სა და დაახლოებით 10 დასახელების შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.
ქრთამი და ფულის გათეთრება - შეერთებულ შტატებში ბრალი წარუდგინეს საარჩევნო ტექნოლოგიებისა და სერვისების საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ აღმასრულებლებს. ეს კომპანია ემსახურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით.
ეს არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ასპექტი: ომის დაწყებიდან ორ-ნახევარი წლისა და განმეორებითი სანქციების დაწესების შემდეგაც კი, ბუნებრივი გაზი რუსეთიდან კვლავ უკრაინის მილსადენების ქსელის მეშვეობით მიეწოდება მომხმარებლებს ევროპაში.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ კვლევიდან ვლინდება, რომ იმ ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ევრო-ატლანტიკური საგარეო ორიენტაციიდან გადახვევას ედავებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები აგრძელებენ დასავლური მატერიალური სიკეთეებით სარგებლობას.
უკრაინის არმიის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მეთერთმეტე დღეა გრძელდება. კიევში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ რუსეთის ოლქის 82 დასახლებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქმნიან პირველ სამხედრო კომენდატურას, რომელსაც უხელმძღვანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „აგენტების კანონის“ შესახებ ვიდეორგოლების ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო და „ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, უარს ამბობს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციაში რიგგარეშე კრება ჩატარდა.
საქართველოში კაც ამომრჩეველს ქალი ამომრჩეველი სჭარობს, თუმცა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან უფრო მეტი კაცი მიდის, ვიდრე ქალი.
„იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ზუსტად ასახავს „ქართული ოცნების“ წინასწარ განცხადებებს, რომ პარტიის რეიტინგი თითქმის 60%-ს შეადგენს. ამ კვლევაზე დაყრდნობით, „ოცნება“ უკვე სახავს გზებს, როგორ მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ჩამოტვირთე მეტი