Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დინამო არენა მზადაა, 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს - ვრცელდება სტადიონის ადმინისტრაციის წერილი


ვრცელდება დინამო არენას ფესბურთის ფედერაციისთვის მიწერილი წერილების ასლები, სადაც საფეხბურთო მოედნის ადმინისტრაცია მზაობას გამოხატავს 2024 წელს გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩების მისაღებად და ადასტურებს, რომ მიუხედავად რიგი ტექნიკური პრობლემებისა, შეუძლია 41 000 მაყურებელზე მეტის მასპინძლობა.

თემურ პირტახია 6 აგვისტოს გაგზავნილი წერილით ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობდა. რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12 995 მაყურებელს იტევს, დინამო არენას დირექტორი წერს, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს.

უეფას ერთა ლიგის შეხვედრები დინამო არენას ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის მაქსიმალური ტევადობაც 27 223-ია, რაც ბევრად ჩამორჩება დინამო არენას თუნდაც მხოლოდ მეორე იარუსის ტევადობას.

მატჩის გამართვა "დინამო არენის" ნაცვლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ "ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას".

7 სექტემბრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები ერთ საათში სრულად გაიყიდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ დინამო არენა სრული ტევადობით ვერ აძლევთ სტადიონს, მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება კი "არასერიოზულია".

ფორუმი

XS
SM
MD
LG