Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელი: ეგოები იყო იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამ პარტიაში მომხდარი განხეთქილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მას შემდეგ, რაც პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, მისმა მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და მათი თანამოაზრეების გუნდმა დატოვეს. 9 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გიგა ბოკერიამ თქვა, რომ წერეთელი სათანადოდ არ ერთვებოდა პარტიის პროგრამებში და არ იყენებდა მათ სასარგებლოდ თავის მდიდარ საერთაშორისო კონტაქტებს და გავლენას დასავლეთში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გიგი წერეთელი პარტიაში მომხდარი განხეთქილების შესახებ თავის ვერსიას ჰყვება, იხსენებს დაპირისპირების მიზეზებს და ცდილობს უპასუხოს კითხვებს პარტიის მომავლის შესახებ. ის სამწუხაროდ მიიჩნევს საკუთარ პარტიაში განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ ერთად ყოფნის რესურსის გამონახვა კვლავ შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ყოფილი თანაგუნდელების მტკიცე და მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტა - ეს იდეა მან შიდაპარტიული პრაიმერიზის შედეგებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემდეგ წამოაყენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG