შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღემ საქართველოს მთავრობის წევრები, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია, არასამთავრობოები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არაერთი სხვა კიდევ ერთხელ შეკრიბა ერთ ადგილას.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველი ემიგრანტების ხმა იკარგება, ორია, საარჩევნო უბნების სიმცირე და არალეგალები, რომლებსაც საკონსულოში აღრიცხვაზე დადგომის ეშინიათ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ხმები არჩევნებს დაუბრუნდეს?
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ჯაფარიძეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპაში ვლადიმირ პუტინის იშვიათ მოკავშირედ მიიჩნევა, კიევში მოულოდნელად ესტუმრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოუწოდა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დააჩქაროს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში აშკარა გამარჯვება მოიპოვა. თუ ის 7 ივლისს, მეორე ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე მთავრობა.
ამნისტიის შესახებ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უყურადღებოდ დარჩა. „ქართული ოცნება“ კი საკუთარი ვარიანტის გატანას გეგმავს - ბევრი მსჯავრდებული საპატიმროებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის, გაზეთისა და რადიოს ჟურნალისტებს უსაფრთხოების დაცვის მოტივით პარლამენტში შესვლის უფლება რამდენჯერმე ჩამოართვა. მათ შორის „აგენტების კანონის“ მიღებისას. შეუძლიათ ამ ჟურნალისტებს უჩივლონ პარლამენტის თავმჯდომარეს დისკრიმინაციის ბრალდებით?
რა აინტერესებს ჩინეთს და მის სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში? შუა დერეფანი, ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე და ახალი მოკავშირეები, რომლებიც დასავლეთს სცილდებიან, - გვიპასუხებს ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ორგანიზაცია Synopsis-ის დამფუძნებელი მარტინ ჰალა.
1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო ხდება უნგრეთი - რომლის პრემიერ-მინისტრია მემარჯვენე ნაციონალისტი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსი, ვიქტორ ორბანი. ამავე დროს, დასავლეთში ღრმავდება შეშფოთება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების შესახებ, მთელი კონტინენტის მასშტაბით.
29 ივნისს მარტვილში მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბალდის კანიონზე “ტურისტული ინფრასტრუქტურის” მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. პროტესტს აქტივისტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ
ჩამოტვირთე მეტი