Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევნები იქნება რთული, მაგრამ რთულ არჩევნებშიც დაგვიმარცხებია ხელისუფლება"


1 ივლისს "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა - ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს შორის არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან: სიმონ ჯანაშია, დავით გზირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ბაკურ კვაშილავა, ოქტაი ქაზუმოვი, ირმა ზოიძე და სხვები.

"თავისუფლების მოედანი", რომელიც მთავარ მიზნად ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას ისახავს, ჯერ უცნობია, რომელ პარტიასთან ან პარტიების ბლოკთან ითანამშრომლებს 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ, თუმცა მისი ლიდერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორ მივალთ არჩევნებამდე, არამედ ისიც, რა იქნება არჩევნების შემდეგ.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლევან ცუცქირიძე საუბრობს ახლად შექმნილი მოძრაობის გეგმებზე და აანალიზებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG