ინგლისის ისტორიულ სასახლეში დღეს 50-ზე მეტი ევროპელი ლიდერი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 100 დღე რჩება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი გაერთიანებაა და მოლაპარაკებები გრძელდება; ხოლო „ქართულ ოცნებას“ კვლავ შეუერთდა ერთ დროს მისგან „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც ქვეყნის მთავარსარდალი „აგენტების კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს - სასამართლოს სრულ შემადგენლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ცოლი რუსეთში მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ცოლის, დიანა ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია ჩაწერა ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის მაისში შეავსო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის სთავაზობს; კვლავ დასავლელი პარტნიორების ზეწოლაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ არ გეგმავს „მხოლოდ და ოღონდ“ ევროკავშირში გაწევრიანებას.
რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ აჩვენოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც 26 ივლისს იხსნება. ოფიციალურად უარი თამაშების ტრანსლაციაზე რუსულმა სატელევიზიო არხებმა და სტრიმინგ-სერვისებმა თქვეს, თუმცა ყველაფერი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „სამშვიდობო ტურნეს“ დასრულების შემდეგ ევროკავშირს ურჩევს, „აშშ-ის ომის პოლიტიკის „კოპირებაზე“ უარი თქვას“ და რუსეთთან პოლიტიკური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზი აღადგინოს. პასუხად ევროკავშირის ლიდერები ორბანს ახსენებენ, რომ ომში აგრესორი რუსეთის ფედერაციაა.
ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილია. ვინ დაპატიჟეს ქართული ოცნების ახალ ოფისში? - კადრები ღონისძიებიდან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, 16 ივლისს, ორთაჭალაში, გორგასლის #20 ნომერში, ახლად აშენებულ შენობაში გახსნეს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. ამ მისამართზე იქნება დღეიდან მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისი.
ჩამოტვირთე მეტი