საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა. შვიდი კანდიდატიდან სამი წარმატებული გამოკვეთეს და მათგან საუკეთესოს ხვალ პარლამენტს გადაუგზავნიან დასამტკიცებლად.
რუსულმა სპეცსამსახურებმა ჯერ აიტაცეს ის, რასაც კრემლის პროპაგანდა და “ქართული ოცნება” თვეების მანძილზე იმეორებდნენ - რომ დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას გეგმავს… და მერე ზედ ახალი ბრალდება - “საკრალური” მკვლელობის მომზადებაც დაამატეს.
ე.წ. თეატრალური საქმის მოსალოდნელი დასასრული: პირველად პუტინის რუსეთში სპექტაკლის დადგმისთვის ექვს-ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯათ რეჟისორს, ევგენია ბერკოვიჩსა და დრამატურგს, სვეტლანა პეტრიიჩუკს.
ოთხის ნაცვლად სამი პარტია - არ გამართლდა მოლოდინი, რომ საერთო ოპოზიციურ ცენტრს ჩამოაყალიბებდნენ პარტიები: „ლელო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ახალ ერთობაში არ არის „ლელო“.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ რუსეთმა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა Х-101 გამოიყენა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმადტედზე“ მიზანმიმართული იერიშისათვის.
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“.
5 ნომრით, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით - ოპოზიციის ერთ-ერთი საარჩევნო ცენტრის შემადგენლობა 8 ივლისს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყრილობაზე გაირკვა. დაფუძნდა პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.
ევროკავშირი, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების შესაძლებლობების შეფასებისას, როგორც ჩანს, სასურველს რეალობად ასაღებს.
70 წელს მიტანებული მასუდ ფეზეშქიანის ირანის პრეზიდენტად არჩევას მეორე ტურში დიდი განხილვა და დავა მოჰყვა. რეფორმისტული ბანაკის მხარდაჭერით არჩეულ ფეზეშქიანში ერთნი შესაძლებლობას ხედავენ. სხვების აზრით, რეფორმირების დრო წავიდა, ახლა რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ ანგარიშს აბარებს და ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით არ უწარმოებია, - აჩვენებს გაჟონილი დოკუმენტი.
Z-ბლოგერებს უხარიათ, რომ აშშ საქართველოში სამხედრო წვრთნებს აღარ ჩაატარებს. მათი მტკიცებით, ეს ხელისუფლების “დაჭკვიანების” შედეგია.
ჩამოტვირთე მეტი