რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სურს, რომ რუსმა რეჟისორებმა გადაიღონ კინოს „ოქროს ფონდში“ შეტანილი საბჭოთა ფილმების ახალი, თანამედროვე ვერსიები, ე.წ. რიმეიკები. სიაში 30 მხატვრული ფილმია, მათ შორის - კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალებზე დაჯილდოებული ნამუშევრები.