2024 წლის ივნისში ნოვოსიბირსკელი მღვდელი და ხუთი შვილის მამა, ვადიმ პერმინოვი, გაათავისუფლეს სასულიერო თანამდებობიდან და აუკრძალეს ღვთისმსახურება იმის გამო, რომ უარი თქვა წაეკითხა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი ლოცვა.
უკვე ცნობილია, რომ სულ მალე, საკონსტიტუციო სასამართლოში, სულ ცოტა, ორი სარჩელი შევა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა. „ქართული ოცნების“ კანონს პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორი უჩივიან.
ივლისის დასაწყისში ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ოჩამჩირის პორტში გამოჩნდა რუსული სამხედრო ხომალდი, - რომელიც, სავარაუდოდ, ნოვოროსიისკის პორტიდან უკრაინის შეტევას გამოექცა.
რუსეთის ინტერნეტმარეგულირებელი, „როსკომნადზორი“, აპირებს აიძულოს საკუთარი ვინაობის გამხელა ყველა ანონიმურ ბლოგერს, ვისი აუდიტორიაც 1000 ადამიანს აღემატება. მათ შორის არიან ე.წ. Z-ბლოგერებიც.
ზუსტად ერთი კვირა უნდა იფიქროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ და 18 ივლისს თქვას, დააკისრებს თუ არა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 1500-დან 3000 ლარამდე, დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს.
ნატოს 2024 წლის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები - აქამდე საქართველოს შესახებ დეტალურ ჩანაწერს ვხვდებოდით. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების მორიგი, საგანგაშო ნიშანია, მთავრობა კი ამას დეკლარაციის მცირე ზომას მიაწერს.
თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აზრა ზეია, რომელიც საქართველოში 11 ივლისს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მზარდად გართულებული ურთიერთობების ფონზე ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა „აგენტების კანონის“ სამიზნე ჯგუფთან - სამოქალაქო სექტორთან გამართა.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა. შვიდი კანდიდატიდან სამი წარმატებული გამოკვეთეს და მათგან საუკეთესოს ხვალ პარლამენტს გადაუგზავნიან დასამტკიცებლად.
რუსულმა სპეცსამსახურებმა ჯერ აიტაცეს ის, რასაც კრემლის პროპაგანდა და “ქართული ოცნება” თვეების მანძილზე იმეორებდნენ - რომ დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას გეგმავს… და მერე ზედ ახალი ბრალდება - “საკრალური” მკვლელობის მომზადებაც დაამატეს.
ე.წ. თეატრალური საქმის მოსალოდნელი დასასრული: პირველად პუტინის რუსეთში სპექტაკლის დადგმისთვის ექვს-ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯათ რეჟისორს, ევგენია ბერკოვიჩსა და დრამატურგს, სვეტლანა პეტრიიჩუკს.
ოთხის ნაცვლად სამი პარტია - არ გამართლდა მოლოდინი, რომ საერთო ოპოზიციურ ცენტრს ჩამოაყალიბებდნენ პარტიები: „ლელო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ახალ ერთობაში არ არის „ლელო“.
ჩამოტვირთე მეტი