5 ნომრით, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით - ოპოზიციის ერთ-ერთი საარჩევნო ცენტრის შემადგენლობა 8 ივლისს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყრილობაზე გაირკვა. დაფუძნდა პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.
ევროკავშირი, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების შესაძლებლობების შეფასებისას, როგორც ჩანს, სასურველს რეალობად ასაღებს.
70 წელს მიტანებული მასუდ ფეზეშქიანის ირანის პრეზიდენტად არჩევას მეორე ტურში დიდი განხილვა და დავა მოჰყვა. რეფორმისტული ბანაკის მხარდაჭერით არჩეულ ფეზეშქიანში ერთნი შესაძლებლობას ხედავენ. სხვების აზრით, რეფორმირების დრო წავიდა, ახლა რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ ანგარიშს აბარებს და ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით არ უწარმოებია, - აჩვენებს გაჟონილი დოკუმენტი.
Z-ბლოგერებს უხარიათ, რომ აშშ საქართველოში სამხედრო წვრთნებს აღარ ჩაატარებს. მათი მტკიცებით, ეს ხელისუფლების “დაჭკვიანების” შედეგია.
საფრანგეთი: მოსალოდნელი გამარჯვების ნაცვლად, ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია, ვინ და როგორ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ პეკინს ეწვია. ორბანი „სამშვიდობო მისიის მესამე რაუნდში“ შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს, რადგან მიაჩნია, ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგს არავინ ელოდა.
6 ივლისს თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის, „გლოვოს“ კურიერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ესაჭიროება წვივისა და ტერფის რეკონსტრუქციული ოპერაცია.
ჩამოტვირთე მეტი