Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს


ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე, 7 ივლისს, თბილისში, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს ბევრი მოქალაქე მივიდა.

დამსახურებული მევიოლინე ოპერის შენობიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ლიანა ისაკაძემ 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია; 1970-1992 წლებში მუშაობდა მოსკოვის ფილარმონიაში; 1981–1995 წლებში კი იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

1990 წელს, ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს კი ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძე სისტემატურად მართავდა კონცერტებს საქართველოში, მისი ხელმძღვანელობით იმართებოდა მუსიკალური ფესტივალები. ქართველ მევიოლინეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

ლიანა ისაკაძე, 77 წლის ასაკში, 5 ივლისს გარდაიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG