იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია. 15 ივლისს - საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა, ხოლო 22 ივლისს - თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
სამხრეთ რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში კვირაზე მეტია, ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია. ათიათასობით ადამიანს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და, ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყალიც.
ეთერში გასვლიდან ერთ თვეში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ TV24-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი დაიხურა, მათ ნაწილს ხელფასი არ აუღია და სასამართლოში დავისთვის ემზადება.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი საქართველოდან წასვლას ვერ ახერხებს. უფრო ზუსტად, მისი თქმით, საქართველოდან წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი გეზს ბაქოსკენ აიღებს.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს, 23 ივლისს, გამოაცხადა.
ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება. ეს ცნობილი გახდა 21 ივლისს, X-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომელიც 81 წლის პრეზიდენტზე თანაპარტიელების რამდენიმეკვირიან წნეხს მოჰყვა. ვინ გახდება დემოკრატების ახალი კანდიდატი და მოახერხებს თუ არა ის დონალდ ტრამპის მეტოქეობას?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ენდობა „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა თითქმის 70% მთავარ მტრად რუსეთს თვლის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არა რუსეთისგან, არამედ გლობალური ომის პარტიისგან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკობს.
20 ივლისს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის ლიდერი გახდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევან გერშკოვიჩი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, ვინც რუსეთში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს. მაგრამ რუსეთშიც და დასავლეთშიც ვარაუდობენ, რომ პუტინის ხელისუფლებას იგი სავაჭროდ სჭირდება.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც ხალხის წინააღმდეგობის გამო შარშან თაროზე შემოდო. თუ დამტკიცდება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უძრავ ქონებას იოლად ჩაიგდებენ ხელში რუსეთის მოქალაქეები. კანონის განხილვა საპროტესტო აქციებისა და ხმაურის ფონზე მომდინარეობს.
ჩამოტვირთე მეტი