Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავების დროს ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა


დავით ქაცარავა 20 მაისს, როცა კლინიკა დატოვა.
დავით ქაცარავა 20 მაისს, როცა კლინიკა დატოვა.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს, 23 ივლისს, გამოაცხადა. 

სასამართლოს ქაცარავასთვის სანქციის დაკისრების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს ამტკიცებდა, რომ 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, მან წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას.

„ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ“ - ინტერვიუ დავით ქაცარავასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

დაკავების დროს ქაცარავას სცემეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მან საავადმყოფო ექვსი დღის შემდეგ, 20 მაისს, დატოვა.

მოსამართლე ჩაგუნავამ მიიჩნია:

  • შსს-ს არ ჰქონდა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ქაცარავამ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით საქმის წარმოება შეწყვიტა;
  • რაც შეეხება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის დასამტკიცებლად კობა ჩაგუნავასთვის საკმარისი აღმოჩნდა შსს-ს მტკიცებულებები. მან ქაცარავას მომდევნო ორი წლის განმავლობაში იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. თბილისში ამ დღესაც გაიმართა აქცია კანონის გასაპროტესტებლად. პოლიციამ „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალის გადამეტებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG