მცირედითაც არ გვიცდია, პოლიტიკაში ჩაგვერთო სპორტი, - ამბობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. 2011 წლის დეკემბერში იტალიაში „ოცნების“ მაისურში გამოწყობილი კახა კალაძე და არაერთი სპორტსმენი მმართველ გუნდში - უახლესი ისტორია საწინააღმდეგოს ამბობს.
საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება და ჯერ ისევ არ არის გამოკვეთილი საბოლოო სურათი, თუ რა კონფიგურაციით მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები არჩევნებში - რამდენი ცენტრი ან ოპოზიციური ძალა დახვდება ამომრჩეველს ბიულეტენში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ გადაწყვიტა, ბრძოლა გამოუცხადოს სატანიზმს, რომელიც, რუსი დეპუტატების თქმით, ყოველი მხრიდან ემუქრება რუსეთსა და რუსულ სამყაროს, ე.წ. რუსკი მირს.
უზენაეს სასამართლოში ერთის გარდა, ყველა მოსამართლე უვადოდაა დანიშნული. ამ ერთს ვადა 2025 წელს ეწურება და სისტემიდან წასვლა მოუწევს. იუსტიციის საბჭო შემცვლელს ეძებს. კონკურსის მონაწილე კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვებს. სულ რამდენიმე დღეში, ბრიტანეთს, რომელიც სიდიდით მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკაა, ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღემ საქართველოს მთავრობის წევრები, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია, არასამთავრობოები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არაერთი სხვა კიდევ ერთხელ შეკრიბა ერთ ადგილას.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქართველი ემიგრანტების ხმა იკარგება, ორია, საარჩევნო უბნების სიმცირე და არალეგალები, რომლებსაც საკონსულოში აღრიცხვაზე დადგომის ეშინიათ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ხმები არჩევნებს დაუბრუნდეს?
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ჯაფარიძეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპაში ვლადიმირ პუტინის იშვიათ მოკავშირედ მიიჩნევა, კიევში მოულოდნელად ესტუმრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოუწოდა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დააჩქაროს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში აშკარა გამარჯვება მოიპოვა. თუ ის 7 ივლისს, მეორე ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე მთავრობა.
ჩამოტვირთე მეტი