Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზის გადაკეტვისთვის გიორგი ჯაფარიძე 5000 ლარით დააჯარიმეს


გიორგი ჯაფარიძე - ფეისბუკგვერდის, „ჩემი ქალაქი მკლავს“, შემქმნელი
გიორგი ჯაფარიძე - ფეისბუკგვერდის, „ჩემი ქალაქი მკლავს“, შემქმნელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ჯაფარიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები მოსამართლე ნინო ენუქიძეს არწმუნებდნენ, რომ ჯაფარიძე 2 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გიორგი ჯაფარიძე „ფეისბუკში“ ქალაქის პრობლემების შესახებ შექმნილი გვერდის („ჩემი ქალაქი მკლავს“) შემქმნელია. ის და ასობით სხვა ადამიანი 2 მაისს გმირთა მოედანზე „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რათა მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთხელ ეთქვათ, რომ უკან გაეწვია კანონი.

მოქალაქეებს ქალაქის ქუჩებში დისკომფორტის შექმნით სურდათ ხელისუფლებისთვის თავიანთი პროტესტის ხმა მიეწვდინათ. 2 მაისს გმირთა მოედანზე პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა. ნაწილს კი მოგვიანებით ჯარიმა დააკისრეს გზის გადაკეტვისთვის.

17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების ჯარიმების რაოდენობა (იმ დროის მონაცემებით) 150 ათას ლარს აღემატებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG