Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გლოვოს" კურიერის დაჭრის საქმეზე არავინ დაუკავებიათ, პაციენტი ოპერაციას ელოდება


6 ივლისს თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის, „გლოვოს“ კურიერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ესაჭიროება წვივისა და ტერფის რეკონსტრუქციული ოპერაცია.

„პაციენტი თეიმურაზ სიგუა გუშინ შემოიყვანეს, დღის მეორე ნახევარში, ცეცხლსასროლი [იარაღის] ჭრილობით - ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. ჭრილობები სისხლმდენი იყო, მოხდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ჭრილობა გამავალია“, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა, ლაშა ჭელიძემ.

როგორც დაჭრილის დედა მედიასთან აცხადებს, 6 ივლისს, კლიენტის მისამართზე შეკვეთის მიტანის შემდეგ, მის შვილს დაახლოებით 8 ადამიანი დაუპირისპირდა - ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ტყვიები დაახალეს. ასევე, ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა, თუმცა ადგილიდან 112-სთვის არავის დაურეკავს.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ნათესავებისთვის საეჭვოა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზიანებები პნევმატური იარაღით არის მიყენებული. შoნაგან საქმეთა სამინისტროში იარაღის ტიპთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ჯერჯერობით არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG