„ილიას ბერდანკის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მარცხენა სუკში და გამოსულიყო მარცხენა ძუძუში. ალბათ მკლავიც ამ დროს შეიქნია, რადგან ძუძუდან გამოსულ ტყვიას მარჯვენა მაჯის ძარღვები გადაეჭრა. გარდა ამისა ილიას ჩამტვრეული ჰქონდა მარჯვენა წარბის თვალი. როცა ექიმები სჭრიდნენ, მე ვაბრუნებდი ორივე მიცვალებულს“.
ოპოზიციური პარტიები პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობენ - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებითა თუ გამოძიებით. ეჭვი არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია სასწავლებლად შვილის სამთავრობო თვითმფრინავით გაცილებით. "ოცნება" ამტკიცებს, რომ პრემიერს ბიუჯეტის თანხა არ დაუხარჯავს.
11 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე მდებარე ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე, ე.წ. ბოიკოს კოშკებზე, რომლებიც რუსეთმა 2014-15 წლებში, ყირიმის ანექსიის დროს იგდო ხელთ.
"არაერთხელ ვნახეთ - როცა ჩვენ ვართ მტკიცენი, როცა ჩვენ ვამწვავებთ, ვლადიმირ პუტინი უკან იხევს" - ამბობს ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. რადიო თავისუფლება მას EPRC-ს მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა.
სარწყავი წყალი ქართული და ოსური სოფლებისთვის - ერგნეთის მოლაპარაკებების პროცესში ეს ის საკითხია, რომელზე შეთანხმებას მხარეები ახერხებენ, რადგან ბაღ-ვენახების გასარწყავება ორივე მხარის ინტერესშია.
ჩინეთის ელჩმა საჯაროდ პირველად დაადასტურა ანაკლიის პორტით დაინტერესება. ჩინეთის პერსპექტივით, ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე, - რომლის მშენებლობა 2020 წლის შემდეგ შეჩერებულია, - ერთ-ერთი რგოლი იქნება ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ გრძელ ჯაჭვში.
„არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს, როცა სატელევიზიო ეთერიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართავდა და ევროინტეგრაცკიის გზის ბოლომდე გავლის პირობას დებდა.
აფხაზეთში ბევრია შუააზიელი შრომითი მიგრანტი, რომლებიც ძირითადად ქუჩების დასუფთავებასა და მშენებლობებზე შრომობენ. თუმცა ბოლო დროს ბევრმა მათგანმა ტაქსის მძღოლადაც დაიწყო მუშაობა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თბილისში იმედისმომცემი გზავნილით ჩამოვიდა: განა თქვენ გვემუდარებით, ევროკავშირში მიგვიღეთო, - ეს ჩვენ გვინდა, რომ შემოგვიერთდეთ. ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ჯერაც ბევრი გაქვთ სამუშაო, - და ეს სამუშაოები 12 რეკომენდაციის შესრულებით უნდა დაიწყოთ.
ომისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმები და მენტალური ჯანმრთელობა იყო კიევში გამართული პირველი ქალბატონების და ჯენტლმენების მესამე სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა.
ჩამოტვირთე მეტი