აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება აღარ აქვს - მან დაჩქარებული წესით ყველაფერი შვილის სახელზე გადააფორმა.
მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე ერთდღიანი შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. ცეცხლი, ოფიციალურად, შეწყდა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია. ადგილობრივების თქმით, დილიდან მაინც ისმოდა სროლის ხმა.
„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, - უთხრა ჟურნალისტებს 20 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ასე, სექსისტურ კონტექსტში გამოხატა თავისი რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკაზე, როდესაც მან კობახიძეს რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა.
აშშ-ის მიერ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობაში მხილებული და სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, როგორც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის სახელით დაიცვეს.
აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, საქართველოს კომერციული ბანკების ნაწილი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვას აგრძელებს. ეროვნულმა ბანკმა მათ ეს ვალდებულება მოუხსნა და მოუწოდებს, საქართველოს არცერთ მოქალაქეზე არ გაავრცელონ სანქციები.
აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას.
აზერბაიჯანს ერთ დღეზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში დაწყებული „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად დაეყოლიებინა არაღიარებული ყარაბაღი, მიეღო ბაქოს მიერ შეთავაზებული ულტიმატუმის პირობები და დათანხმებოდა 20 სექტემბრის 13:00 საათიდან რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას.
რამდენიმეკვირიანი სისხლისმღვრელი შეტაკებებისა და მთიანი ყარაბაღის ბლოკადის შემდეგ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ დაიწყო „ანტიტერორისტული ოპერაცია“, რომელსაც, სეპარატისტული ხელისუფლების ცნობით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და უკმაყოფილება სომხეთში.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ-ს) თანამშრომლობით საქართველოზე მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 50%-იან წილებს ფლობს ორ რუსულ კომპანიაში, რომლებიც ასევე მოხვდნენ ამერიკულის სანქციების ქვეშ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაავრცელოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, არაკონსტიტუციურია და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
ჩამოტვირთე მეტი