ერთი შეხედვით იგი გამოიყურება, როგორც ყველა უფროსკლასელი - ძველბიჭურად იცვამს და ბეისბოლის კეპიც პირუკუღმა ახურავს.
როდესაც ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამით დასრულდა დაძაბული საარჩევნო ბრძოლა. მასში უკრაინამ, ქვეყანამ, რომელსაც არასდროს ეთმობოდა აშშ-ის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი, მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში თავის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება, - მათ შორის, თავისი აშენებული ეკლესია, - 25 წლის ვაჟს აჩუქა. ამ ნაბიჯით, შესაძლოა, მან შვილს უფრო დიდი „საჩუქარიც“ გაუკეთა: სასჯელი სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებისათვის.
აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება აღარ აქვს - მან დაჩქარებული წესით ყველაფერი შვილის სახელზე გადააფორმა.
მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე ერთდღიანი შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. ცეცხლი, ოფიციალურად, შეწყდა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია. ადგილობრივების თქმით, დილიდან მაინც ისმოდა სროლის ხმა.
„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, - უთხრა ჟურნალისტებს 20 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ასე, სექსისტურ კონტექსტში გამოხატა თავისი რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკაზე, როდესაც მან კობახიძეს რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა.
აშშ-ის მიერ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობაში მხილებული და სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, როგორც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის სახელით დაიცვეს.
აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, საქართველოს კომერციული ბანკების ნაწილი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვას აგრძელებს. ეროვნულმა ბანკმა მათ ეს ვალდებულება მოუხსნა და მოუწოდებს, საქართველოს არცერთ მოქალაქეზე არ გაავრცელონ სანქციები.
აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას.
ჩამოტვირთე მეტი