ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ახალი გადაჯგუფება დაიწყო. დაშლილი სამეულის ადგილას გაჩნდა „გირჩი“-„დროას“ წყვილი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ერთად იყრის კენჭს. მანამდე კი, მათგან გამოთიშული „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმას შეუერთდა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ შეიცვლება. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დამტკიცების წესის შეცვლა ევროინტეგრაციის გზაზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობს ხელს.
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ახსოვს საბჭოთა ეპოქა ან ჩემსავით პროფესიონალურად სწავლობს მას, თანამედროვე რუსეთში მიმდინარე მოვლენები უჩენს გამეორების მძაფრ შეგრძნებას.
აგვისტოს შუა რიცხვებში მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინა რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელსა და დიპლომატს, რისი მიზეზიც გახდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი მუშაობა.
პარლამენტში დაადგინეს, რომ უმრავლესობის დეპუტატმა - დავით სერგეენკომ საგაზაფხულო სესიის 32 მორიგი სხდომიდან 25 არასაპატიო მიზეზით გააცდინა; მაგრამ უმრავლესობამ თანაგუნდელს მანდატი მაინც შეუნარჩუნა.
2023 წლის შემოდგომაზე, სანამ პარლამენტი ახალ, საშემოდგომო სესიას დაიწყებდა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამკაცრდა საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეების შეშვების წესები.
მობილური ტელეფონი არ უნდა მოგვეხმარა, მხოლოდ უნდა გვეცქირა, როგორ იღებდნენ თბილისში, სპორტის სასახლეში, ირანელი და ისრაელელი რეჟისორები, ისტორიაში პირველ ერთობლივ ფილმს „ტატამი“.
6 სექტემბერს უკრაინის პარლამენტი კენჭს უყრის ქვეყნის ახალ თავდაცვის მინისტრად რუსტემ უმეროვის დანიშვნას, რომლის კანდიდატურაც „ვერხოვნა რადას“ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.
აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებისა და ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, სომხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
ბრიუსელიდან თბილისში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ჩამოსვლა, ექსპერტებისთვის სულ მცირე, ნიშნავს იმას, რომ - ევროკავშირი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას სერიოზულად განიხილავს.
ჩამოტვირთე მეტი