Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პროევროპულ აქციაზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საქართველოდან აძევებენ


საილუსტრაციო ფოტო. რუსთაველის გამზირი
საილუსტრაციო ფოტო. რუსთაველის გამზირი

დედაქალაქში პროევროპულ აქციაზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საქართველოდან აძევებენ. „მედიაზონის“ ცნობით, ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა.

გადაწყვეტილება 24 დეკემბერს მიიღეს. რუსეთის მოქალაქემ საქართველო ათი დღის ვადაში უნდა დატოვოს.

შსს სასამართლოს შუამდგომლობაში იშველიებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი „საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“. ამ მიზეზით რუსეთის ამ მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლით აუკრძალეს.

რუსეთის მოქალაქე დედაქალაქში დააკავეს 30 ნოემბრის აქციაზე. ის სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის 2700 ლარით დააჯარიმა.

28-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG