აშშ-მა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს. წლების წინ მას ბიძინა ივანიშვილი უწოდებდა „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“. ვაშინგტონი დღეს მას უწოდებს „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ერთი თვით ადრე, ვიდრე ევროკავშირი საქართველოს პროგრესს შეაფასებს და კანდიდატის სტატუსის ბედს გადაწყვეტს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის და უარს არ შეეგუება.
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ცნობით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი პროტესტი გამოხატა რუსეთისადმი მას შემდეგ, რაც 13 სექტემბერს რუსული დრონის ფრაგმენტები კვლავ იქნა აღმოჩენილი უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ რუმინეთის ქალაქ ტულჩის მახლობლად.
რამდენიმე დღეა, მმართველ პარტიას თავის მართლება უწევს ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელმაც აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი აშშ-ში სასწავლებლად ევროპამდე სამთავრობო თვითმფრინავის ჩარტერული რეისით წაიყვანა.
ისრაელი და ირანი, ერთმანეთის მოსისხლე მტრები, სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებაში საპირისპირო ბანაკებს უჭერენ მხარს.
ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დომინიკ ჰაშეკი Current Time-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს რუს სპორტსმენებს დამნაშავეებად უკრაინის წინააღმდეგ ომში და როგორ ეხმარება პუტინს რუსი ჰოკეისტების თამაში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL).
უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე რუსეთში კვლავ საუბრობენ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების შესახებ.
მთავრობამ მოსახლეობას უთხრა, რომ ჩინელი ტურისტები „საქართველოში უვიზოდ შემოსვლასა და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ“. 30 დღე რა პერიოდის განმავლობაში? - ეს ოფიციალური განცხადებებიდან არ ჩანდა.
სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა, ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.
„ილიას ბერდანკის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მარცხენა სუკში და გამოსულიყო მარცხენა ძუძუში. ალბათ მკლავიც ამ დროს შეიქნია, რადგან ძუძუდან გამოსულ ტყვიას მარჯვენა მაჯის ძარღვები გადაეჭრა. გარდა ამისა ილიას ჩამტვრეული ჰქონდა მარჯვენა წარბის თვალი. როცა ექიმები სჭრიდნენ, მე ვაბრუნებდი ორივე მიცვალებულს“.
ოპოზიციური პარტიები პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობენ - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებითა თუ გამოძიებით. ეჭვი არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია სასწავლებლად შვილის სამთავრობო თვითმფრინავით გაცილებით. "ოცნება" ამტკიცებს, რომ პრემიერს ბიუჯეტის თანხა არ დაუხარჯავს.
ჩამოტვირთე მეტი