აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში თავის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება, - მათ შორის, თავისი აშენებული ეკლესია, - 25 წლის ვაჟს აჩუქა. ამ ნაბიჯით, შესაძლოა, მან შვილს უფრო დიდი „საჩუქარიც“ გაუკეთა: სასჯელი სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებისათვის.