„ოცნებამ“ უარი უთხრა და დასჯითაც იმუქრება, მაგრამ პრეზიდენტი მაინც წავიდა ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად - „საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“.
დატბორილი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადარბაზოები, ჩამოშლილი გზები და ჩაძირული ავტომობილები - 29 აგვისტოს, ძლიერმა წვიმამ კვლავ წამოჭრა თბილისისთვის მტკივნეული, სანიაღვრო სისტემების გაუმართაობის საკითხი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული საქმიანობისთვის დაკავებული არაერთი უკრაინელი იხდის სასჯელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ისინი დიდი ხნით ვერ გამოდიან კავშირზე, იტყობინებიან წამების შესახებ და ვერ იღებენ იურიდიულ დახმარებას.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, ყარაბაღს პროდუქტები სომხეთის ნაცვლად თავად მიაწოდოს, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს სომეხი მოსახლეობის გადინებას.
თბილისის დასუფთავების სამსახურმა დირექტორისა და მისი სამი მოადგილისთვის ახალი მანქანები იყიდა 2021 წელს. აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის დაქვემდებარებული "თბილსერვისჯგუფის" ორი წლის დოკუმენტები შეისწავლა და ვერ დაინახა, "რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული ახალი მანქანების შესყიდვა".
ევროკავშირის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად ასახელებენ 2030 წელს ახალი წევრების მიღების საორიენტაციო ვადად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვედრის თეორიული შანსი საქართველოსაც აქვს, თუმცა გარანტირებული არაფერია.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება მარიუპოლში რუსეთიდან 300 ათასი მოქალაქის ჩასახლებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის იატაკქვეშა წყაროებზე დაყრდნობით, 20 აგვისტოს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა
ინტერვიუ 2023 წლის 25 ივნისს მოკლული 16 წლის ტიგრან ოგანისიანის დედასთან, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა.
შოვში, სტიქიის ზონაში ნამყოფი მოხალისეები ჰყვებიან, რომ შოვში ნაპოვნ ნივთებს, არა გამომძიებლები, არამედ მაშველები აგროვებდნენ. როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალები ამ მონათხრობს ადასტურებს - გამოძიება არ იყო დაინტერესებული შემთხვევის ადგილის შესწავლით და ადგილზე მტკიცებულებების მოპოვებით.
რუსეთში ევგენი პრიგოჟინის სახსოვრად სახელდახელო მემორიალები იქმნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად მას სამოქალაქო პანაშვიდების გარეშე, ჩუმად და უხმაუროდ დაკრძალავენ.
ჩამოტვირთე მეტი