ბათუმს საპროტესტო აქციების ფონზე, ორჯერ ესტუმრა სოჭიდან თურქეთისკენ რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ხომალდი ASTORIA GRANDE. ესაა მაქსიმუმ 1 229 მგზავრზე გათვლილი ლაინერი 590 კაბინით, რომლის სიგრძეც 193 მეტრია და სიგანე 32. ხომალდს აქვს 11 გემბანი, 3 რესტორანი, 6 ბარი და 1 გარე აუზი.