ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მთავრობის სიურპრიზი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ პარლამენტისთვისაც, რომელიც, კონსტიტუციით, ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
აპარატის უფროსის, სტიან იენსენის ხმაურიანი განცხადებების განეიტრალება თავად ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უწევს. "ნატოს პოლიტიკა უცვლელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - როიტერსის თანახმად, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს მთავარი მესიჯი აქვს იენსენსაც, თავად მასაც და მთლიანად ნატოს.
2022 წლის მაისში, როცა რადიკალური მონეტარული და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წყალობით, მოხერხდა რუბლის კატასტროფული ვარდნის შეჩერება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ირონიულად შენიშნა, „დოლარი, როგორც ხედავთ, იფუშება, რუბლი კი იზრდებაო“.
რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს მიჩქმალოს უკრაინის დონეცკის რაიონის საკურორტო სოფელ ურზუფში „კადიროველებსა“ და რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კომენდანტურის თანამშრომლებს შორის ატეხილი სროლა, რასაც, სავარაუდოდ, ოთხი სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი შეეწირა.
"ბოლომდე არ შეჭამა კერძი და ცოცხალი გადარჩა" - The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვ საუბრობს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მსხერპლთა, საწამლავებისა და დაკარგული ანალიზების შესახებ.
ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი THE INSIDER-ის გამოძიების ერთ-ერთი გმირია. გამოძიების თანახმად, წლის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმე რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი მოწამლეს. სავარაუდო მოწამვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. ირინას ისტორია თბილისში დაიწყო.
რუსი დრამერის სცენაზე მიპატიჟებისა და რუსის „ძმად“ მოხსენიების გამო The Killers-ის მისამართით საქართველოში გამოხატული მკაცრი პროტესტის ამბავი საერთაშორისო დონეზე გახმაურდა. სოციალურ ქსელებს ბრაზის ტალღამ გადაუარა.
„გამარჯობა ბიჭებო” - ეს იყო ის საბედისწერო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტებმა ცხინვალის შესასვლელთან წარმოთქვეს. მისალმებაზე, მკლავზე თეთრსახვევიანმა ჯარისკაცებმა გინებით უპასუხეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე მიმდინარე “ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის” მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს, 16 აგვისტოს, მარტვილის მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიგეს, მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, მათე მაყაშვილისგან.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის სპეცრაზმმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ „კაზაჩი ლაგერის“ რაიონში ტყვედ აიყვანა რუსეთის სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, მაიორი იური ტომოვი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი.
ჩამოტვირთე მეტი