ღვარცოფი შოვში მყოფ ხალხამდე 8-10 წუთში მიაღწევდა - მითითებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ წინასწარ ანგარიშში. არის თუ არა ეს საკმარისი დრო თავის გადასარჩენად?
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე ცხინვალის იზოლატორშია საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე. კვლავ დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი.
დაუსრულებელი ბრძოლის გასაგრძელებლად - ასე, სამი სიტყვით შეიძლება აღიწეროს ის მისია, რა მისიითაც 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლები ახლა უკრაინაში მიდიან და იქ აგრძელებენ ომს. მათ აქვთ განცდა, რომ უკრაინელების გამარჯვებასთან ერთად მოიპოვებენ საკუთარი ქვეყნის გამარჯვებასაც.
რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ცალკე თავი ეთმობა, რუსეთის სკოლის სახელმძღვანელოების ფედერალურ სიაში შეიტანეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ე.წ. სამხრეთოსურ ეპიზოდს თითქმის ერთსაუკუნოვანი წინაისტორია აქვს. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიან შემოჭრას საქართველოში, წინ უძღოდა გასული საუკუნის 20-იანი და 90-იანი წლების ჯერ „კანონთა ომები“, შემდეგ კი სისხლისმღვრელი შეტაკებები.
რაჭის სტიქიის ზონაში 4 აგვისტოსთვის ათზე მეტი ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით კვლავ დაკარგულად ითვლება კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი. 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა წალეკა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა - თვითმხილველთა თქმით, კურორტი შოვი აღარ არსებობს.
რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა განაახლა დისკუსია სამაშველო ვერტმფრენების შესახებ. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
3 აგვისტოს, დღის ოთხი საათისთვის, მედიაში პირველი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ რაჭაში, კურორტ შოვთან, დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა და ერთ-ერთი სასტუმროს 16 სტუმარი დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს.
ახლა, როდესაც რუსეთის არმიის სტრატეგიული ბომბდამშენები - ტუ-95მს და ტუ-160 პერიოდულად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, ბევრი ადამიანი, ვისაც ახსოვს 1990-იანი წლების პერიპეტიები, ეძებს პასუხს შეკითხვაზე: რატომ გადასცა მაშინ უკრაინამ ამ ტიპის მძიმე ბომბდამშენები რუსეთს?
უკრაინასა და პოლონეთს შორის წარმოშობილმა უთანხმოებამ ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ომში ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა და უკრაინული არმიაც დიდწილად სწორედ პოლონეთის გავლით მარაგდება.
ლატვიის ქალაქ იურმალაში გაიმართა ლაიმა ვაიკულეს ფესტივალი „Laima Rendezvous Jūrmala 2023“. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცნობილმა და პოპულარულმა მომღერალმა ომისგან დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.
ჩამოტვირთე მეტი