რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა განაახლა დისკუსია სამაშველო ვერტმფრენების შესახებ. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
3 აგვისტოს, დღის ოთხი საათისთვის, მედიაში პირველი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ რაჭაში, კურორტ შოვთან, დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა და ერთ-ერთი სასტუმროს 16 სტუმარი დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს.
ახლა, როდესაც რუსეთის არმიის სტრატეგიული ბომბდამშენები - ტუ-95მს და ტუ-160 პერიოდულად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, ბევრი ადამიანი, ვისაც ახსოვს 1990-იანი წლების პერიპეტიები, ეძებს პასუხს შეკითხვაზე: რატომ გადასცა მაშინ უკრაინამ ამ ტიპის მძიმე ბომბდამშენები რუსეთს?
უკრაინასა და პოლონეთს შორის წარმოშობილმა უთანხმოებამ ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ომში ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა და უკრაინული არმიაც დიდწილად სწორედ პოლონეთის გავლით მარაგდება.
ლატვიის ქალაქ იურმალაში გაიმართა ლაიმა ვაიკულეს ფესტივალი „Laima Rendezvous Jūrmala 2023“. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცნობილმა და პოპულარულმა მომღერალმა ომისგან დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ანგარიში გახსნა.
წელს საქართველო-რუსეთის ომის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 15 წლისთავია. ამ მასალაში მოგიყვებით, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სად არიან ისინი დღეს.
გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რამდენიმე წლის წინ აშენდა. ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზო სხვებსას არ ჰგავს. კედლები ფერადი საღებავებითაა მოხატული.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულების ერთი ნაწილი ბელარუსში, ოსიპოვიჩის მახლობლად, პოლიგონზე არის დაბანაკებული და 51-ე ბრიგადასთან ერთად საარტილერიო სწავლებებში მონაწილეობს.
ჰქონდა თუ არა აზრი პროტესტს ზღვით შემოსული რუსი ტურისტების წინააღმდეგ, როცა საქართველოში გაცილებით მეტი შემოდის სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტით და ხშირად ხანგრძლივად დასარჩენადაც? - საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის ბათუმში სტუმრობის ხმაურიანმა ფაქტებმა არაერთგვაროვანი დისკუსიები გამოიწვია.
რუსეთში თუ ადამიანს მოკლავ, შეიძლება შეგიწყალონ, თუმცა იმ პირობით, თუკი უკრაინაში გაემგზავრები სხვა ადამიანების დასახოცად - ასეთი სურათი გამოკვეთა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიისა და სხვა ავტორიტეტიანი მედიაორგანიზაციების დაკვირვებამ რუსეთში შექმნილ ვითარებაზე.
31 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსული კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე მისული უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანი იმ საღამოს ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, შემდეგ საავადმყოფოში და კვლავ უკან - იზოლატორში.
ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა მოხდა „მოსკვა-სიტიდ“ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტრო, კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტებია.
ჩამოტვირთე მეტი